ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზოგადი და შედარებითი ლიტერატურისმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი; შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი; მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციისა და გაერთიანების წევრი.

 სამეცნიერო ინტერესის სფერო მოიცავს ლიტერატურის თეორიას, ზოგად და კომპარატივისტულ კვლევებს ფართო კულტურულ კონტექსტში; კვლევის ინტერესების სფეროში შემოდის სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრებისა და მიმდინარეობების, სკოლებისა და ფორმაციების ანალიზი საერთაშორისო კულტურულ–ლიტერატურული პროცესების ჭრილში, თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებით; განსაკუთრებული ინტერესის სფეროა საბჭოთა და პოსტ–საბჭოთა ლიტერატურული პროცესების რევიზია და ანალიზი.

 არის რამდენიმე მონოგრაფიის, წიგნის, სახელმძღვანელოსა და 80–ზე მეტი სამეცნიერო  სტატიის ავტორი. არის რედაქტორი წიგნისა „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურა. მე–20 საუკუნის გამოცდილება“, რომელიც 2012 წელს დაიბეჭდა კემბრიჯის სამეცნიერო გამომცემლობის მიერ.
2012 წელს მიენიჭა გრიგოლ კიკნაძის სახელობის სამეცნიერო პრემია.
2013 წელს დაჯილდოვდა "ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით"

 საკონტაქტო ინფორმაცია:
 საქართველო, თბილისი 0108,
მ. კოსტავას ქ. 5
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

 ტელ./ფაქსი:  +995 32 2 99 53 00
www.litinstituti.ge

litinst@litinstituti.ge
ir.ratiani@gmail.com

 

  ირმა რატიანი

 

  English